დახუჭე, თვალები დახუჭე,სინათლე ყველაფერს აფუჭებს,სიბნელე მათბობს და მაყუჩებს.არ გინდა? - სიცოცხლეს გაჩუქებ,თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს,ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს.გთხოვ - შენი თვალები მაჩუქე,შენი თითები მაჩუქე,შენი სიზმრები მაჩუქე,შენი ალერსი მაჩუქე,უღონო ტუჩები მაჩუქე,დილა და საღამო მაჩუქედა ამ ყველაფრის სანაცვლოდდარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ..
0 comments:
Post a Comment