-როდის დავდინჯდები?
ალბათ არასოდეს....
ანდა შეიძლება მაშინ,
როცა ცის სილურჯე აღარ გამაოცებს,
გული არ გამიწევს ქარში.
-როდის დავბერდები?
როცა დროს გაჰყვება
ყოვლისწამლეკავი ეჭვი,
როცა გზად მიმავალს
თვალს არ გამაყოლებს
ვინმე ორბისთვალა ბიჭი,
როცა არაფერი აღარ გამაოცებს,
-როცა დავბერდები,მაშინ?
დიდი არაფერი....
მიწას დავტოვებ და
ჩუმად ავფრინდები ცაში....