თბილისი... ღამე... წვიმა...

გალაკტიონის ხიდი...

კისერი... თოკი... ლოდი -

რაც შეიძლება დიდი...

ახლა რაც უნდა გითხრა,

ალბათ შენც კარგად ხვდები -

ვიცხოვრე... დავიღალე...

კარგად იყავი... ვხტები!

ფიქრი მომეწყინა შენზე

საერთოდ დაგივიწყო მინდა,

წარსულს ავაფარო ფარდა

ფიცი დავარღვიო თუნდაც!

უკვე ვეღარ ვიტან სიზმარს

ღამე მაგიტომ არ მძინავს,

თავზე დამათოვდი წუხელ

ახლაც ისევ ისე მხიბლავ!

კიდევ აღარ მინდა გნახო,

თავში დამიაროს რეტმა,

ჯობს რომ შენს მაგივრად ჩუმად

ლექსით ვისაუბრო მტრედთან!

მგონი,მომენატრე ისევ

გრძნობებს ვუმკლევდები ვეღარ,

ამდენს ვჯახირობ და მაინც

ბოლო გაჩერება შენ ხარ!

დღეს ისეთ ტკივილს ვიტან მოთმენით ,

რომელიც ალბათ გუშინ შემშლიდა . . .

ყოველთვის როცა იღვიძებს ღამე

მე მზესთან ერთად სარეცელს ვიშლი