ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო!ჩემი ოთახი უცხო ხმების ტანჯვით გაივსოს,ჩემი ოთახი ატივტივდეს ბედნიერებისილუზიაში და მოლოდინში,რომ გაყვითლებულ მოგონებებს ჩავკიდო ხელიდა ტირილით შევბრუნდე სულში.ნეტავი დიდხანს ითოვოს, ღმერთო!რომ დავიბრუნო ძველი სიზმრები-ტვინის ხვეულში ხოჭოსავით აცოცებული,რომ გაყინული ჭრილობა შეთბესდა ფანჯრებს იქით პეიზაჟის ერთფეროვნებამ,და ფანჯრებს იქით პეიზაჟის განურჩევლობამგამახსენოს ჩემი სიმხდალე-უცოდველობად მონათლული დიდი ხნის წინათ...საუკუნეა არ უთოვია!საუკუნეა გამოფიტულ ოთახში დავრჩი,საუკუნეა ჩემს სხეულში, როგორც ტაძარში,აღარავინ აღარ ლოცულობს!
0 comments:
Post a Comment